შაბათს, 16 მარტს, 19:00 საათზე გეპატიჟებით იოგა ნიდრას საღამოზე ეკატასთან ერთად, რომელიც თავად მოგვითხრობს პრაქტიკის შესახებ:
"იოგა ნიდრა სანსკრიტული სიტყვაა და იოგურ ძილს ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკის დროს უნდა ვეცადოთ, არ დავიძინოთ და გავუყვეთ ძილსა და სიფხიზლეს შორის ვიწრო ბილიკს ქვეცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.
ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარეობაში სხეულის სრული მოდუნებით გადავდივართ და ვუსმენთ ხმას, რომელიც რუდუნებით დაატარებს ჩვენს ყურადღებას სხვადასხვა ადგილას. ამ მოგზაურობისას განცდილი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები ყველასთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მონაწილის განზრახვაზე. თუმცა, ღრმა დასვენების, განტვირთვისა და სიმსუბუქის შეგრძნება, იოგა ნიდრას პრაქტიკას რომ მოაქვს, ყველა დამსწრესათვის საერთოა."