“Involution“ - ალექსანდრა პავლოვსკაია-ლოკშაინი
ალექსანდრა პავლოვსკაია-ლოკშაინი არის ახალგაზრდა ფრანგი არტისტი, რომელიც ამჟამად სწავლობს “Royal Academy of Arts” ჰააგა, ნიდერლანდებში. იგი არის მულტიდისციპლინური მხატვარი და კინორეჟისორი. ამ მომენტისათვის ალექსანდრა იკვლევს მრავალ გრაფიკულ ტექნიკას, ექსპერიმენტულ ხატვის სტილს, გრავირებას, ეკრანზე სახვით ტრაფარეტულსა და მშრალ ბეჭვდას.
მისი თემები ეხება გრძელ აბსტრაქტულ მოგზაურობას შინაგან სამყაროსა და წარმოსახვით/არარსებულ გარემოში. ეს არის მცდელობა გამოსახოს ფარული და გაუგებარი. ბეჭვდისას ალექსანდრა ქმნის თხელ კონტრასტრულ ხაზებს, ხაზების ექსპრესიული ბუნება კი აყალიბებს არამქვეყნიურ ფიგურებსა და გამოსახულებებს.