ცხენოსნური დოღი ბახმაროში
შეჯიბრება ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულზე ტარდება და 100-წლიან ისტორიას ითვლის.
დასწრება თავისუფალია
დოღი 14:00 საათზე დაიწყება
წელს საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.
ამ შთამბეჭდავი ტრადიციის სანახავად და მონაწილეობის მისაღებად ბახმაროში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი იკრიბება.
ბათუმიდან მგზავრობა 3 საათზე მეტხანს გრძელდება. გზა ბეტონის საფარითაა მოწყობილი და ულამაზეს მთის პეიზაჟებსა და ღრუბლებში გამავალ მონაკვეთებს გაივლის.
გაითვალისწინეთ, რომ სოფელთან მისასვლელ გზაზე შესაძლოა დიდი საცობები იყოს.
გზად შეგიძლიათ შეიაროთ ნაბეღლავში და პირდაპირ მინერალური წყაროებიდან წყალი დააგემოვნოთ.