„მეგა“ 26 წელია (წლის ჩაუგდებლად) ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას, მათი განვლილი ღვაწლის და კონკრეტული წლის განმავლობაში მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და
გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას.
წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებმაც თავისი ღირსეული კვალი დატოვეს ქართული ხელოვნების ამ მიმდინარეობის განვითარებაში და სწორედ ამ მიზნით დაარსდა ირაკლი ჩარკვიანის სახელობის „მეფეს მეგა“, უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსის დათო ოძელაშვილის სახელობის „ოძელას მეგა“ და ქართული ფოლკის უდაო მარგალიტის თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „თეონას მეგა“, რომლის ნომინაციებში ღირსეულ გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის ახლო წევრები გადასცემენ ქვეყნის მთავრ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას.
2015 წელს კი, დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა“ - „ეთოს მეგა“ ნომინაციაში „წლის პოზიტივი“, ასევე დიდი ქართველი სახალხო მომღერლის თეიმურაზ წიკლაურის სახელობის პრემია „თემოს მეგა“, ასევე ზურა დოიჯაშვილის სახელობის „დოიჯას მეგა“ და მამუკა ონაშვილის სახელობის - „მამუკას მეგა“, რომელ ნომინაციებში გამარჯვებულებიც ღირსეულ ქართველ ხელოვანთა დიდი რაზმიდან მონიტორინგის წესით ამოირჩევა ხოლმე, ოჯახებთან შეთანხმებით.
წელს 26-ე ცერემონიალზე 30-40 ნომინაცია გადანაწილდება, დამსწრეთა რაოდენობა 300/500 მოწვეული სტუმარი, ღონისძიებას 26 წლის მანძილზე ყოველთვის აშუქებს მასობრივი ინფორმაციის ყველა საინფორმაციო საშუალება, სრული ჩანაწერი კი ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ეთერში გადის
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
კარის გახსნა: 14:00
