George Mel - ის კიდევ ერთი სოლო კონცერტი განსხვავებულ ამპლუაში
• George Mel – simultaneous guitar, cajón, lead vocals, songwriting, and arrangements.
• Mariam Abdushelishvili – backing vocals.
25 წლის განმავლობაში, George Mel აკომპანირებდა მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების ავტორებს სხვადასხვა სტილსა და კულტურაში — მათ შორის არიან Esperanza Spalding, KJ Denhert, Raul Midon, Javier Ruibal, David Wilcox და John Hall (და ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია). როგორც New York City Jazz Record მას უწოდებს — „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი/პერკუსიონისტი/კომპოზიტორი/ავტორ შემსრულებელი George Mel ახალ პროექტში ჩვეული ამპლუიდან წინა პლანზე გამოდის და გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გამოსვლას: ჟანრობრივად მრავალფეროვან სოლო-კონცერტს, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი (გიტარით, კახონითა და ვოკალით; ზოგჯერ რითმ სექციასთან ან მოწვეული სოლისტებთან ერთად)
ეს კონცერტი წარმოგიდგენთ George Mel - ის ორიგინალურ ინტერპრეტაციებს მუსიკალური შედევრების ფართო პალიტრიდან, მათ შორის: George Gershwin, Burt Bacharach, Sting, Genesis, Kate Bush, Bruce Springsteen, King Crimson, Led Zeppelin, SEAL, and much და სხვა.