George Mel სოლო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
George Mel სოლო კონცერტი

George Mel სოლო კონცერტი

George Mel სოლო კონცერტი
8, სიონის ქ.
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

25 წლის განმავლობაში გიორგი მელიქიშვილი (მსოფლიოში ცნობილი პსეუდონიმით George Mel ) აკომპანირებდა მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების ავტორებს სხვადასხვა სტილსა და კულტურაში — მათ შორის არიან Esperanza Spalding, KJ Denhert, Raul Midon, Javier Ruibal, David Wilcox და John Hall (და ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია). როგორც New York City Jazz Record მას უწოდებს — „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი/პერკუსიონისტი/კომპოზიტორი/ავტორ-შემსრულებელი George Mel ახალ პროექტში ( G.I.A. Project) ჩვეული ამპლუიდან წინა პლანზე გამოდის და გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გამოსვლას: ჟანრობრივად მრავალფეროვან სოლო-კონცერტს, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი (გიტარით, კახონითა და ვოკალით; ზოგჯერ რითმ სექციასთან, ბექ-ვოკალისტთან, ან მოწვეული სოლისტებთან ერთად).

 

მისი პროგრამა მოიცავს როგორც მის საავტორო სიმღერებს, ასევე შერჩეული შედევრების ინტერპრეტაციებს მუსიკის დიდოსტატებისგან — თანამედროვე თუ კლასიკური ეპოქებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. George Mel მღერის 5 ენაზე , გიტარის 5 განხვავებულ წყობებში, და ქმნის მუსიკას, რომელიც მართლაც რომ გლობალური შთაგონების მქონე არტისტს (Globally Inspired Artist = G.I.A.) შეეფერება.

ფოტო და ვიდეო

George Mel სოლო კონცერტი

ადგილი

ARTERIA
ARTERIA არის გალერეა, ჯაზ კლუბი, ბარი და სხვა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება