3 აგვისტოს, George Mel თქვენს წინაშე წარსდგება განსხვავებულ ამპლუაში
25 წლის განმავლობაში, George Mel აკომპანირებდა მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების ავტორებს სხვადასხვა სტილსა და კულტურაში — მათ შორის არიან Esperanza Spalding, KJ Denhert, Raul Midon, Javier Ruibal, David Wilcox და John Hall (და ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია). როგორც New York City Jazz Record მას უწოდებს — „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი/პერკუსიონისტი/კომპოზიტორი/ავტორ შემსრულებელი George Mel ახალ პროექტში ჩვეული ამპლუიდან წინა პლანზე გამოდის და გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გამოსვლას: ჟანრობრივად მრავალფეროვან სოლო-კონცერტს, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი (გიტარით, კახონითა და ვოკალით; ზოგჯერ რითმ სექციასთან ან მოწვეული სოლისტებთან ერთად)
მისი პროგრამა მოიცავს როგორც ორიგინალურ სიმღერებს, ასევე შერჩეული შედევრების ინტერპრეტაციებს მუსიკის დიდოსტატებისგან — თანამედროვე თუ კლასიკური ეპოქებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. George Mel მღერის ხუთ ენაზე და ქმნის მუსიკას, რომელიც მართლაც რომ გლობალური შთაგონების მქონე არტისტს (GIA) შეეფერება.