განახლების სამდღიანი რითრითი ლაგოდეხში - დავიდასთან ერთად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
განახლების სამდღიანი რითრითი ლაგოდეხში - დავიდასთან ერთად

განახლების სამდღიანი რითრითი ლაგოდეხში - დავიდასთან ერთად

რა გელით სამდღიანი განახლების რითრითზე დოვიდასთან ერთად?  მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება ორგანიზმის გასაწმენდად და უჯრედების გასაახლებლად - პირველ დღეს კვება ხილით, შემდეგ დღეებში კი ვეგანური, მსუბუქი და სასარგებლო კერძები, რომლებიც აგვავსებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.  იოგას პრაქტიკა სხეულის გასაძლიერებლად, ამტანობის და მოქნილობის გასაზრდელად, კუნთების გასაწელად და მოსადუნებლად, რელაქსაციისა და დარბილებისათვის.  სუნთქვითი ვარჯიშები - ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სწორად და ყურადღებით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს და აბალანსებს გონებას, ათავისუფლებს დაგროვილ გაუცნობიერებელ და ნეგატიურ ემოციებს.  კონცენტრაცია და მედიტაცია - მენტალური სავარჯიშოები, რომლებიც ამცირებს შფოთვას და აძლიერებს კონცენტრაციას.  ბგერითი თერაპია დიჯერიდუთი - მაღალი სიხშირის ბგერები დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მიიღწევა რელაქსაციისა და მსუბუქი თერაპიული ტრანსის მდგომარეობა.  და ბოლოს, არაპროგნოზირებადი თავგადასავლები, რომლებიც არავინ უწყის, მოგზაურობისას რომელ ბილიკზე გამოხტებიან. ღირებულებაში შედის:  მგზავრობა მიკროავტობუსით თბილისიდან ლაგოდეხში და უკან დაბრუნება; განთავსება სასტუმროში; კვება; ყველა პრაქტიკაზე დასწრება. გასვლის ღირებულებაა: 390 ლარი რეგისტრაციისთვის: მოგვწერეთ ჩათშიან დაგვირეკეთ ნომერზე:595 620 001 ჩვენი სტუდიის მისამართია: საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
განახლების სამდღიანი რითრითი ლაგოდეხში - დავიდასთან ერთად
71 Sairme St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

29, 30 და 31 მარტს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, დოვიდასი გეპატიჟებათ ლაგოდეხში, საგაზაფხულო სამდღიან მოგზაურობაში 🧜‍♂️
 
🌲 ლაგოდეხში გვიმასპინძლებს სასტუმრო ლაგოდეხი ინნ მყუდრო და კომფორტული ნომრებით, დიდი ეზოთი, ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
 
დოვიდასი ლუმოსში არა მხოლოდ იოგას ინსტრუქტორია და რეგულარულ კლასებს უძღვება, არამედ ფლობს ავსტრალიურ თერაპიულ ინსტრუმენტზე, დიჯირიდუზე დაკვრის ხელოვნებას და ხშირად გვანებივრებს მაკურნებელი ვიბრაციებით.

ფოტო და ვიდეო

განახლების სამდღიანი რითრითი ლაგოდეხში - დავიდასთან ერთად

ადგილი

ლუმოს
ლუმოს
71 Sairme St., Tbilisi
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება