დაიწყო რეგისტრაცია მე-3 ნაკადის მიღებაზე ტრენინგზე სასურსათო უსაფრთხოების სისტემები - HACCP,VACCP,TACCP მორიგი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი სასურსათო ინდუსტრიაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის
არ გაუშვათ ხელიდან შანსი მიიღოთ ინფორმაცია და შეისწავლოთ სასურსათოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი სისტემები : HACCP,VACCP,TACCP
ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი?
ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს წარმატებული სურსათის უვნებლობის მენეჯერი და განაგრძოს თავისი კარიერული წინსვლა აღნიშნული მიმართულებით
აგრეთვე მათ ვისაც თავიანთი ცოდნის განმტკიცება და ახალი შესაძლებლობების მიღება სურს
რა არის HACCP,VACCP,TACCP :
HACCP - საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები / არის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო აღიარებული სისტემა, რომლის მიზანია სურსათში პოტენვიური ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების იდენტიფიკაცია, შეფასება და კონტროლი
VACCP - დაზიანების შეფასება და კრიტიკული საკონტროლო წერტილები / წარმადგენს სასურსათო საწარმოში ან მომარაგების ჯაჭვში ფალსიფიკაციისა და ეკონომიკური თაღლითობისგან დაცვის სისტემას
TACCP - საფრთხის ( შეგნებული / დაუსაბუთებელი ზიანის) შეფასება და კრიტიკული საკონტროლო წერტილები / კონცენტრირებულია სურსათის შეგნებულ დაზიანებაზე ან საბოტაჟზე.
აღნიშნული სისტემები სასურსათო ჯაჭვში აკონტროლებენ უნებლიე და შეგნებულ საფრთხეებს. იცავენ სასურსათო ორგანიზაციას ეკონომიკური ზარალებისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაზიანებისაგან
სწავლების მეთოდები:
ონლაინ ლექცია
ვერბალური მეთოდი
დემონსტრირების მეთოდი
შემთხვევის ანალიზი
პრეზენტაცია
დისკუსია/დებატები
პრაქტიკული მუშაობის მეთოდი
ტრენინგს წარუძღვება მიხეილ ბეღელაძე - სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი, Food Business Consultant
ტრენინგის ხანგრძლივობა - 6 საათი / + დისკუსია
ჩატარების თარიღი : 24,26,27 თებერვალი 2026 წელი
დაწყების დრო : 20 სთ 00 წთ
დასრულების დრო : 22 სთ 00 წთ
ჩატარების ადგილი : ZOOM ( ონლაინ )
მონაწილეობის ფასდაკლებული საფასური : 135 GEL
სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/xT3WL7xKLESqd3iE7
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს ![]()
______________________
contact@foodsafety.ge
591 54 51 64
