2014 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინულ კინოში ცენტრალური თემაა. რაც უაგრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რის ფასად არის მიღებული ჩვენი თავისუფლება. ამ შაბათს ჩვენც შევუერთდებით ინიციატივას, რომ უკრაინული კინოს საშუალებით ვაჩვენოთ როგორია ომი და გიჩვენოთ ორი უკრაინული ფილმი: «რუსიფიკაცია პოპის სტილში», «გრძელი დღე».
«რუსიფიკაცია პოპ სტილში» - არის დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს რუსეთი პოპულარულ კულტურას, როგორც იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში. ინდუსტრიის მონაწილეებთან ერთად, ფილმის მთხრობელი, მუსიკოსი ალბერტ ცუკრენკო, იკვლევს tუკრაინელი მხატვრების დაუცველობის ფინანსურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ფიქრობს, როგორ დაარღვიოს ეს მანკიერი წრე. ამ იარაღში „ტყვიები“ ხომ, სამწუხაროდ, ჩვენი უკრაინული ნიჭია.
„გრძელი დღე“ არის დოკუმენტური მოგზაურობა ომის დროს უკრაინელების ცხოვრებაში. თითოეული ამბავი არის ფილმი, რომელიც ჩვენმა გმირებმა გადაიღეს თავიანთ მოწყობილობებზე. ეს პროექტი არ არის მხოლოდ მორიგი ფილმი ომის შესახებ. რუსეთის ტრაგიკული მოვლენებისა და დანაშაულებების უნიკალური ჩვენება უკრაინელების თვალით, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და იგრძნოს.