ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა

ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა

ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ქართული

განრიგი

11.07.2025
პარასკევი
19:00
80

აღწერა

 აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, „პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მაია ხოსიტაშვილთან.

 

სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შენარჩუნების უნარი, ასევე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა, ხშირად უკავშირდება ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის: დატვირთული სამუშაო განრიგი, დროის ქრონიკული დეფიციტი, მუდმივი ცვლილებები და არასტაბილურობის განცდა, მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, კრიზისული სიტუაციები, კომპლექსური სამუშაოს შესრულება, მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა და სხვა.

ძირითადი გამოწვევაა დაღლისა და დასვენების დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს ცალკეული პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

 ტრენინგის მიზანია მონაწილეთა ფსიქო-ემოციური გაძლიერება სტრესმედეგობისა (Resilience) და პროდუქტიულობის შესახებ ფსიქოგანათლების მიწოდების გზით, რაც მათ დაეხმარებათ კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მართვაში.

დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე

 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება