ემოციური ჰიგიენა და თვითზრუნვა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ემოციური ჰიგიენა და თვითზრუნვა

ემოციური ჰიგიენა და თვითზრუნვა

ემოციური ჰიგიენა და თვითზრუნვა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „პიროვნული განვითარება და ცხოვრების ხარისხი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ნეირომეცნიერების მკვლევარ და YouTube არხის - „Spin" შემქმნელ ნუცა კოღუაშვილთან.

 

ნუცა ისაუბრებს:

 რა სახის პრობლემები ექმნება ჩვენს ფსიქიკას მაშინ, როცა ემოციებს უყურადღებოდ ვტოვებთ;

 როგორ ამუშავებს ტვინი და სხეული ემოციებს;

 რა როლი აქვს ემოციურ ჰიგიენას ბედნიერებასა და ცხოვრების ხარისხში;

 რომელი მარტივი, ყოველდღიური ჩვევები დაგვეხმარება დადებითი ემოციების შექმნასა და გავაძლიერებაში.

 შეხვედრა დაეფუძნება თანამედროვე ნეირომეცნიერულ კვლევებს და აჩვენებს, თუ როგორ ქმნის ტვინი და სხეული ემოციებს. განხილული იქნება, რა გავლენას ახდენს ემოციური რეგულაცია ფსიქიკურ კეთილდღეობაზე და რატომ არის აუცილებელი ემოციური ჰიგიენის საკითხების შესწავლა. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნეირომეცნიერულად დამტკიცებული ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურობაში, რათა გაიზარდოს პოზიტიური ემოციების სიხშირე და შემცირდეს სტრესის უარყოფითი ეფექტები.

 ლექციის განმავლობაში გაეცნობით როგორც თეორიულ საკითხებს თემის გარშემო, ასევე მიიღებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს და საშუალება გექნებათ, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები აღნიშნული თემასთან დაკავშირებით.

 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ემოციური ჰიგიენა და თვითზრუნვა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება