დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში მეგისა და იურისთან ერთად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში მეგისა და იურისთან ერთად

დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში მეგისა და იურისთან ერთად

დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში მეგისა და იურისთან ერთად
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან490
advertising
ქართული

განრიგი

27.03.2026
პარასკევი
09:00
490

აღწერა

27, 28, და 29 მარტს ლუმოსი გეპატიჟებათ სამდღიან დაოსურ რითრითზე ცემში, რომელსაც გაუძღვებიან ჩვენი ციგუნის მასწავლებელი, მეგი და ტაი ჩის უხუცესი ინსტრუქტორი, იური.

რა გელით რითრითზე?

დილას დავიწყებთ ციგუნით - რბილი, ნელი მოძრაობებით, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღადგენს ენერგიას და გვამზადებს დღისათვის.

შუადღესა და საღამოს გვექნება ტაი ჩის პრაქტიკები - მოძრაობა მედიტაციაში, სადაც სხეული და სუნთქვა ერთ რიტმში ერთიანდება.

დაოსური პრაქტიკები, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ:

იწვევს ენერგიის მოზღვავებას;

აუმჯობესებს განწყობას;

აბალანსებს სხეულსა და გონებას;

გვასწავლის თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს

აძლევს ბიძგს ყოველდღიურ, დამოუკიდებელ პრაქტიკას.

გარდა გამოცდილებისა რითრითი სრულად მორგებულია დამწყებებისთვისაც - არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება.

დამატებით რითრითზე:

ენერგეტიკული წერტილების (აკუპრესურის) ვორქშოფზე
ისწავლით:

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავსა და სხვებს ტკივილის , და სტრესული სიტვაციეების დროს;

როგორ ვიმუშაოთ დაღლილობასთან, უენერგიობასთან;

როგორ შევიმსუბუქოთ კონკრეტული ორგანოების დისკომფორტი

ბგერითი თერაპია - ღრმა მოდუნებისა და აღდგენისათვის;

ბევრი სეირნობა ტყეში და სუნთქვითი სავარჯიშოები

დრო საკუთარ თავთან მარტო ყოფნისთვის;

ცემში კვლავ გვიმასპინძლებს სასტუმრო „განთიადი“ - მყუდრო გარემო, კომფორტული ნომრები და ტყესთან სიახლოვე, რაც საშუალებას მოგვცემს, სრულად დავისვენოთ და ბუნებასთან დავბრუნდეთ.
https://www.facebook.com/TsemiGantiadi

რითრითის ღირებულება: 490 ლარი

რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 50%-ის, დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 5 მარტამდე

5 მარტამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა, მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი;

15 მარტის შემდეგ გადახდილი თანხა აღარ დაბრუნდება

 

ღირებულებაში შედის:
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება;

თანხაში არ შედის მგზავრობა. მონაწილეები თავად გადანაწილდებიან თავიანთ მაქანებში

 

 

გამგზავრება — პარასკევს 09:00 საათზე;
დაბრუნება — კვირას საღამოს 21:00 საათზე

რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ:
595 620 001

ჩვენი სტუდიის მისამართი:
საირმის 71 — გოძიაშვილის პარკში

ფოტო და ვიდეო

დაოსური პრაქტიკების რითრითი ცემში მეგისა და იურისთან ერთად

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება