1-ელ ივლისს, ოთხშაბათს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით აქტიური და პასიური მედიტაციების სინთეზურ საღამოზე, რომელსაც გაუძღვებიან აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტი, თამა და მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი, ბგერით-ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი, ნელი.
რა გელით თერაპიულ საღამოზე?
პირველი ნაწილი დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ აქტიურ ცეკვითი მოძრაობის თერაპიას, რომელიც სხეულებრივი გზით ემოციების გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკაა. იგი ეფუძნება მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.
შეხვედრა დასრულდება აღმდგენი ბგერითი სესიიით - დასვენებისთვის, ნერვული სისტემის გადატვირთვისა და დამშვიდებისათვის.
ბგერითი თერაპია მუშაობს ვიბრაციის, სიხშირეების და რეზონანსის მეშვეობით. კვლევები აჩვენებს, რომ ღრმა რეზონანსული გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ტალღების აქტიური ბეტა მდგომარეობიდან უფრო მშვიდ ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებში გადართვას, რაც დაკავშირებულია მედიტაციასთან, ღრმა დასვენებასთან, წვდომასა და აღდგენასთან.
ბგერა ასევე ეხმარება ავტონომიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და ააქტიურებს პარასიმპათიკურ - დასვენება-აღდგენის მდგომარეობას. ხმოვანი ვიბრაციები უშუალოდ აღწევს ქსოვილებში, კუნთებსა და ძვლებში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დაგროვილი დაძაბულობის გამოთავისუფლებას.
კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს პრაქტიკებს აქვს რესურსი, შეამციროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე. აქტიურდება აზოტმჟავის გამომუშავება, რაც სისხლძარღვების გაფართოებასა და ორგანიზმის მოდუნებას უწყობს ხელს.
ცეკვითი მედიტაცია ლუმოსში ტარდება ყოველ ოთხშაბათს.
დასწრების ღირებულებაა: 70 ლარი
თამას ინდივიდუალური სესისები ლუმოსში:
https://www.lumos.ge/individ.../iaponuri-holistikuri-terapia
რეგისტრაციისათვის და გადახდის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საიტს:
https://www.lumos.ge/workshops/craniosacral-therapy-workshop
შეკითხვებისათვის მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ: 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 ნომერი
გოძიაშვილის პარკში ![]()