ცნობიერი თამაშები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ცნობიერი თამაშები

ცნობიერი თამაშები

ცნობიერი თამაშები
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

17 აპრილს, 19:30 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით ცნობიერი თამაშების ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება გიორგი მიროტაძე, იგივე მირო.

რა არის ცნობიერი თამაშები?

ესაა ჯგუფური პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ მოძრაობასა და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების განვითარებაში ეხმარება.

პრაქტიკის მიზანია, ადამიანებმა ცნობიერი ურთიერთობა დაამყარონ საკუთარ სხეულთან, გონებასა და ემოციებთან.
თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვივსებით ენერგიითა და ხალისით და ვაღვიძებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ უსაფრთხო ძალას ისე, რომ პატივს ვცემთ მეტოქეს. 

ესაა ინდივიდუალური მოგზაურობა, სადაც მეგზურები სხვა ადამიანებიც არიან.

რატომაა სასარგებლო ცნობიერი თამაშის პრაქტიკა?

თამაში და შერკინება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. შერკინება გვაიძულებს, რომ ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.

ურთიერთობა, მხარდაჭერა და მიმღებლობა: პრაქტიკის დროს ვამყარებთ მჭიდრო ურთიერთობას მონაწილეებთან, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია კეთილგანწყობა, უსაფრთხოების პირობის დაცვა და ურთიერთპატივისცემა.

მირომ ცნობიერი თამაშების პრაქტიკა მისივე შემქმნელისგან, მატეო ტანგანისგან, შეისწავლა და მას შემდეგ დამოუკიდებლად ან მოქშა ფეიქართან ერთად უზიარებს ადამიანებს.

ფოტო და ვიდეო

ცნობიერი თამაშები

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება