საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?

საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?

საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
advertising
ქართული

განრიგი

25.03.2026
ოთხშაბათი
20:00
40

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: „საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?", რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ირინე ტაბუციძე წარუძღვება.


➡️ ადამიანები უშვებენ შეცდომებს, გადიან კრიზისულ პერიოდებს, მარცხდებიან და დგებიან ფეხზე. ხშირად ჩვენი განვითარების გზა სწორედ ასეთია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ამ დროს ასე ჟღერს: როდესაც რაღაც არ გამოგვდის, როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს? ვაკრიტიკებთ? ვადანაშაულებთ? თუ ადვილად ვპოულობთ მხარდაჭერას?


➡️ შეხვედრაზე ერთად აღმოვაჩენთ, როგორ მოქმედებს შინაგანი ხმა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ემოციურ მდგომარეობასა და განვითარების სისწრაფეზე. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია შიდა კრიტიკა გადავაქციოთ ცნობიერ, ზრდაზე ორიენტირებულ დიალოგად.


ჩვენი შეხვედრა ეფუძნება ორი ძალიან საინტერესო ავტორის მიდგომას ერიკ ბერნის „ტრანსაქციურ ანალიზს“ და რობერტ დილთსის „ნეიროლოგიკური დონეების პირამიდას“.


➡️ ერთად გავარკვიოთ, როგორ ქცევის სტრატეგიებს ვფლობთ, „სად დევს“ ჩვენი პრობლემა და როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე აკეთებდით.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

საკუთარ თავთან კომუნიკაცია: კრიტიკა თუ მხარდაჭერა?

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება