თბილისი გასტრო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება შედგება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე — შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის რესტორან “ათიში”. ეს იქნება საღამო, სადაც ქართულ კულინარიას, ბასკურ ინოვაციურ სამზარეულოსა და თანამედროვე ესპანურ ტექნიკას ერთად მოეყრება თავი. ოთხი შეფი ცნობილია თავიანთი კონცეპტუალური ხედვითა და გემოთი ნარატივის შექმნის უნარით, რაც სტუმრებს უნიკალური კულინარიული გამოცდილების გარანტიას აძლევს. ბასკი შეფები ხავიერ რივერო და გორკა რიკო ქართველ შეფებთან ვახო გობეჯიშვილთან და ეკა ბაღდავაძესთან ერთად შემოგვთავაზებენ დაუვიწყარ ვახშამს.
ვახშამი შედგება 6 კერძისგან და თითოეული კერძი შეეხამება ქართულ და ევროპულ ღვინოს.