24 იანვარს, 18:00 საათზე, ლუმოსში, გეპატიჟებით წლის პირველ ბგერითი წმენდის ცერემონიაზე.
პროცესს გაუძღვება მედიტაციის მასწავლებელი, მუსიკოსი და ბგერითი თერაპიის პრაქტიკოსი ნელი აგირბა.
რას მოიცავს ცერემონია?
ამის შესახებ ნელი თავად მოგვიყვება:
„პრაქტიკის მიზანია ღრმა მოდუნება, თვითგანკურნების სისტემის გააქტიურება, ჩრდილებთან შეხვედრა-მიღება და საკუთარი არსის მეტად გახსენება - პროცესი ყოველთვის ინდივიდუალური და განსხვავებულია.
რა ნაწილებისგან შედგება სესია?
სამხრეთ ამერიკული და შორეული აღმოსავლეთის მცენარეების სამედიტაციო ჩაი;
გაზიარება/სინერგიის წრე;
ფიზიკური სხეულის შეგრძნება - ენერგეტიკული ნაკადის გააქტიურება;
პრანაიამა - სხეულისა და გონების ცენტრირება, ფსიქიკური ენერგიის ზრდა;;
შინაგანი კონცენტრაციის პრაქტიკა ღრმა მოდუნების პროცესში ვერბალური გიდირებითა და ტიბეტური თასების თანხლებით;
ბგერითი წმენდა - კვარცის კრისტალური თასების, გონგის, არფისა და სხვადასხვა ეთნიკური ინსტრუმენტების ვიბრაციებით;
ინტეგრაცია - დაცვითი პრაქტიკა;
ერთობაში დაბრუნება;
მონაწილეობისთვის რაიმე გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო.
რა გავითვალისწინოთ ბგერითი თერაპიის სესიამდე?
არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცი ცერემონიის დღეს;
არ იკვებოთ შეხვედრამდე მინიმუმ 1 საათით ადრე (რაც მეტ ხანს იმარხულებთ, უკეთესი);
სასურველია, თუ გექნებათ მცირე შესვენება გარე ინფორმაციისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუნდაც 1 საათით ადრე შეხვედრამდე;
ჩაიცვით მოხერხებული, სასურველია, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი;
შეიძება ძალიან გამოგადგეთ ბლოკნოტი და კალამი სესიის შემდგომი რეფლექსიისთვის.
ხანგრძლივობა: 4 საათი.
თარიღი: 24 იანვარი, 18:00
სესიაზე დასწრების ღირებულებაა: 80 ლარიდან 108 ლარამდე თქვენთვის მოსახერხებელი თანხა.
