"ჩემი შემობრუნება" - იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული შედევრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ჩემი შემობრუნება" - იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული შედევრი

„ყველაზე უფრო გავლენიანი ადამიანი ფეხბურთში – ძალიან მოკლედ, ასე დავახასიათებდი იოჰან კრუიფს, რომელმაც შექმნა ეპოქები ფეხბურთელის, მწვრთნელის და ფილოსოფოსის რანგში. მან თავისი სტილით, აზროვნებითა და მიდგომებით უფრო მეტი გააკეთა ფეხბურთისთვის, ვიდრე ვინმე სხვამ. შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამბობს მის შესახებ, „იოჰან კრუიფამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი ვიცოდი“ – ასეთ სიტყვებს უბრალოდ, ადამიანების პატივისცემის ნიშნად არ ამბობენ, ასეთ სიტყვებს იწვევს შეგრძნებები, რომელიც შენში იმ ადამიანივით დიდხანს ცოცხლობს, ვისზეც საუბრობ. ბედნიერი ვარ, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა სიტყვა თუ შეფასება საკუთარ თავზე გამოვცადე, იმ რამდენიმე შეხვედრაზე, როცა მასთან ერთად ფეხბურთსა თუ სხვა თემებზე ვისაუბრე. მიხარია, რომ იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფია ქართველი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და გულშემატკივარი კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელს. მისი ისტორიები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები ქმნის და აყალიბებს გემოვნებას, რაც არა მხოლოდ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივარსაც სჭირდება. ჩემთვის და ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს წიგნი ქართულად თარგმნილიყო. განაკუთრებულ მადლობას ვუხდი გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელიც სპორტული ლიტერატურის თარგმნის და პოპულარიზაციის მიმართულებით დიდ სამუშაოს ასრულებს.“ – შოთა არველაძე   ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამწიგნი გამოიცა „ფონდი არველაძის“ მხარდაჭერით  
"ჩემი შემობრუნება" - იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული შედევრი
8 Sioni St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

„ჩემი შემობრუნება“ – იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფიული შედევრი
„ის ერთ-ერთი იყო – საუკეთესოთა შორის.“ – სერ ბობი ჩარლტონი
 
„თუ მოინდომებდა, შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე ყოფილიყო.“ – ერიკ კანტონა
 
„კრუიფმა ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა, ამ ლამაზ თამაშში სილამაზე რომ შეეტანა.“ – გარი ლინეკერი

ფოტო და ვიდეო

ადგილი

მწერლების ბარი  • H2SO4
მწერლების ბარი • H2SO4
8 Sioni St., Tbilisi
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება