ღია ცის ქვეშ გაიმართება განსაკუთრებული გასტრონომიული და ენოლოგიური საღამო, რომელიც ეძღვნება კახეთის ღვინისა და სუფრის კულტურას — ტრადიციისა და თანამედროვე გემოვნების დახვეწილ შერწყმას.
საღამოს მთავარი ფიგურა იქნება ფლორიან გიულოტო (Florian Guilloteau) — პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორი, თანამედროვე ღვინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ფიგურა. მრავალწლიანი გამოცდილებით Michelin-ის ვარსკვლავიან გასტრონომიაში, ფლორიან გიულოტო ცნობილია უნიკალური უნარით, შექმნას იდეალური დიალოგი ღვინოსა და კერძს შორის. სწორედ მისი კურირებით შეირჩევა საღამოს ღვინის პროგრამა — განსაკუთრებული ქართული და ევროპული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც თითოეული ღვინო საგულდაგულოდ იქნება შეხამებული კონკრეტულ კერძთან, რათა სტუმრებმა სრულად შეიგრძნონ ღვინის არომატების, ტექსტურებისა და გემოების მრავალშრიანი გამოცდილება. იგი ასევე არის Nice Côte d’Azur Provence Sommeliers Association-ის პრეზიდენტი, French Sommellerie Union-ის Master Sommelier და Saké Sommelier.
ფლორიან გიულოტოსთან ერთად საღამოს ღვინის პროგრამას უხელმძღვანელებს ანა გოდაბრელიძე — ენოლოგი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და OIV-ის წარმომადგენელი საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე. ანა გოდაბრელიძე ქართული ღვინის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც მრავალი წელია აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ხარისხის, განათლებისა და საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. მისი გამოცდილება და პროფესიული ხედვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს საღამოს ღვინის დეგუსტაციასა და ენოლოგიურ ნაწილს.
საღამოს კულინარიულ ნაწილს წარმოადგენენ სამი გამორჩეული ქართველი შეფი:
ოთო ლეფსვერიძე (პაბელონის მთავარი შეფი),
დემნა ყუფუნია (მოწვეული შეფი)
და ზუკა ჟღენტი (რესტორან მარგოს მთავარი შეფი),
რომლებიც კახური სუფრის თანამედროვე ინტერპრეტაციას შექმნიან სპეციალურად მომზადებული ბარბექიუს, სეზონური პროდუქტებისა და ელეგანტური კანაპეების ფორმატში.
პროგრამა ასევე მოიცავს მასტერკლასებს პურის ცხობასა და ხინკლის მომზადებაზე, ხოლო მუსიკალური გაფორმება შექმნის ცოცხალ, ელეგანტურ და ატმოსფერულ გარემოს — სივრცეს, სადაც ქართული ტრადიცია შეხვდება თანამედროვე ევროპულ გასტრონომიასა და ღვინის კულტურის უმაღლეს სტანდარტებს.
Dress Code: Country Chic
ღვინო:
ღვინის კომპანია ბექაურის ვენახები
ღვინის კომპანია პაბელონი
ღვინის კომპანია რტონი
ღვინის კომპანია მილორაული
ღვინის კომპანია პი
ღვინის კომპანია ჭოტიაშვილის მარანი
ღვინის კომპანია ნიმბი
ღვინის კომპანია ვინივერია
ღვინის კომპანია ეკლიფსი
ღვინის კომპანია ფესვები
ღვინის კომპანია დათო ჩიხლაძე
ალკოსფერო:
ფესვები - გორული მწვანე
ფესვები - ქისი ქვევრი
ფესვები - კრახუნა ქვევრი
ფესვები - საფერავი
ფესვები - ხვანჭკარა
Canti - Prosecco
La Gioiosa - Prosecco Rose
Bodegas Ontanon - Tempranillo Blanco
Gorghi Tondi - Grillo
Varvaglione - Susumaniello Rosato
Villa Wolf - Riesling
Vignobles Lassagne - Big Boss
Nuala - Pinot Noir
✨ სპეციალური შეთავაზება
2 და 3 ივნისის ღამეს, სასტუმრო „ სასტუმრო პაბელონ ყვარელში“ ✨
გასტრო კვირეულის ფარგლებში (2–3 ივნისი) სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური განთავსების შეთავაზებით სასტუმრო პაბელონ ყვარელში:
Rcheuli Standard Room — 400₾
Rcheuli Standard Room with View — 450₾
Verde Duplex — 500₾
Gantiadi Duplex — 550₾
Tsiagi Suite — 650₾
Studio Liberty-ის მომხმარებლები დამატებით ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
0352 200 200 / Info@pabellon.ge
სპეციალური შეთავაზება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: შეიძინე თბილისის გასტრო კვირეულის ბილეთები და დაიბრუნე 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.
შეთავაზება ასევე ვრცელდება Liberty Wealth-ის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.