ტაკაჰიკო კონდო
ტაკაჰიკო კონდო არის Michelin ვარსკვლავის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული შეფი, რომელიც ხელმძღვანელობს პრესტიჟულ Gucci Osteria Florence-ს. იგი ასევე ორჯერ არის დაჯილდოებული The Best Chef Awards-ის ორი დანით (Two Knives), რაც მის საერთაშორისო კულინარიულ აღიარებას კიდევ უფრო ამყარებს და მას მსოფლიოს ელიტარულ შეფებს შორის ათავსებს. Gucci Osteria წარმოადგენს თანამედროვე მაღალი კულინარიისა და ფუფუნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სინთეზს, სადაც კულინარია და ბრენდის ესთეტიკა ერთიანდება. ტაკაჰიკო კონდო ცნობილია თავისი უკიდურესი სიზუსტით, დახვეწილი ტექნიკითა და გემოების ბალანსის ოსტატობით.
ნიკა აკოპოვი
ნიკა აკოპოვი არის თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი და Osteria Luigi-ის მთავარი შეფმზარეული. ის ასევე არის Casa Fiori რესტორნების ქსელის ნაწილი – ერთიანი თანამედროვე იტალიური გასტრონომიული კონცეფციის, რომელიც უკვე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო ბრენდად იქცა თბილისში.
მისი კულინარიული ხედვა აერთიანებს ნამდვილ იტალიურ ტექნიკას და ქართულ პროდუქტებზე დაფუძნებულ თანამედროვე ინტერპრეტაციას, რაც ქმნის დაბალანსებულ, ელეგანტურ და დასამახსოვრებელ გასტრონომიულ გამოცდილებას. ნიკა აკოპოვი გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც მის სამზარეულოს თანამედროვე და ამავდროულად ავთენტურ ხასიათს ანიჭებს.