სუნთქვითი თერაპიის ვორქშოპი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სუნთქვითი თერაპიის ვორქშოპი

სუნთქვითი თერაპიის ვორქშოპი

სუნთქვითი თერაპიის ვორქშოპი
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70
advertising
ქართული

აღწერა

14 თებერვალს, ლუმოსი გეპატიჟებათ სუნთქვით პრაქტიკაზე - Chakra Loop Breathing-ის აქტიურ, დინამიურ პროცესზე, რომელიც მიმართულია სხეულში ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურებასა და გათავისუფლებაზე.

🌬️პრაქტიკას გაუძღვება თინა კუხიანიძე - პიროვნული განვითარების ფასილიტატორი, რომელიც მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. 

🌀თავის პრაქტიკაში თინა იყენებს სომატურ და მედიტაციურ ტექნიკებს, ასევე სისტემური განლაგების მეთოდს. 

✨Chakra Loop Breathing აქტიური სუნთქვის პრაქტიკაა, რომელიც მიმართულია სხეულში ენერგეტიკულ ცენტრებზე. პროცესი დინამიურია, სუნთქვა კი ინტენსიური, რასაც ხშირად კათარზისული ეფექტი აქვს.

✨აქტიური ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით, სხეულის მოძრაობის დახმარებითა და ყურადღების სხვადასხვა ცენტრზე მიმართვით, ჩაკრებს შორის ვქმნით ე.წ. ლუპებს (ჩაკეტილ წრეებს), ამით ვათავისუფლებთ ცენტრებს დაძაბულობისგან, დიდი ხნის ნაგროვები სიმძიმეებისგან.

🤲პრაქტიკის შემდეგ მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ:

🔅ენერგიის უფრო თავისუფალ მოძრაობას სხეულში;
🔅სიმსუბუქისა და განტვირთვის შეგრძნებას;
🔅ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი სიცოცხლისა და სიცხადის განცდას
სუნთქვით პრაქტიკაზე დასასწრებად სასურველია გეცვათ კომფორტული ტანისამოსი და პრაქტიკამდე გარკვეული დროით ადრე არ მიიღოთ მძიმე საკვები;

💌ვორქშოპი ღიაა ყველასთვის. რეკომენდებულია კომფორტული ტანსაცმელი და პრაქტიკამდე გარკვეული დროით ადრე საკვებისგან თავის შეკავებას.

🟡თარიღი: 14 თებერვალი; 19:00
🟠ხანგრძლივობა: 2 საათი
🟢ფასი: 70 ლარი

ფოტო და ვიდეო

სუნთქვითი თერაპიის ვორქშოპი

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება