💡 აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ გიწვევთ ვორქშოპზე: „საზღვრები და ურთიერთობები: რატომ გვიჭირს არას თქმა“, რომელსაც ფსიქოლოგი, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი, ნია ძერია გაუძღვება.
➡ ხშირად სიტყვა „საზღვრები” გვაშინებს, რადგან გვგონია, რომ ისინი აუცილებლად ნიშნავს გამყოფ კედელს ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის, თითქოს ვცდილობთ საზღვრების არარსებობით მოვიპოვოთ სხვებთან კავშირები.
➡ სინამდვილეში ჯანსაღი საზღვრები არა გამყოფი, არამედ სხვებთან შეხვედრის წერტილია. რამდენადაც შემიძლია ჯანსაღად დავიცვა საკუთარი საზღვრები და ავთენტურობა, მით უკეთ ვახერხებ სხვებთან ნამდვილი კავშირების დამყარებას.
➡ ურთიერთობებსა და საზღვრებზე სასაუბროდ გიწვევთ ინტეგრაში, ვორქშოპზე „საზღვრები და ურთიერთობები", რომელსაც ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ნია ძერია წარუძღვება.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.