ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩი ჩუანის ძველი 10 ფორმის კომპლექსის შესწავლის ორთვიანი კურსის უფასო ღია გაკვეთილზე 31 იანვარს, 19:00 საათზე;
იან სტილის ძველი 10 ფორმა უნიკალურია თავისი ხასიათით - ახალი თანამედროვე ფორმებისგან გამოირჩევა ჰაეროვნებითა და ენერგიის დაგროვების მეტი შესაძლებლობით;
იურიმ ძველი 10 ფორმა 45 წლის წინ, ჩინელი მასტერისგან, დაი ჩაოსგან, შეისწავლა და მას შემდეგ უზიარებს დინამიური მედიტაციის მოყვარულ საზოგადოებას;
კურსი ჩატარდება 5 თებერვლიდან - 5 აპრილამდე,
სამშაბათსა და ხუთშაბათს 20:00 - 21:30 საათზე;
რას მიიღებ ტაი ჩის ორთვიანი კურსის განმავლობაში?
შეისწავლი იან სტილის ძველი 10 ფორმის სრულ კომპლექსს — საფუძველს, რომელზეც ტაი ჩის მთელი პრაქტიკა დგას;
ისწავლი მოძრაობაში მედიტაციას — როგორ იყო ერთდროულად მოდუნებულიც და კონცენტრირებულიც;
გააძლიერებ სხეულს რბილად: გაუმჯობესდება ბალანსი, მოქნილობა და კოორდინაცია;
შეიგრძნობ შინაგან ენერგიას (ცი) და მის ბუნებრივ მოძრაობას სხეულში;
ისწავლი სუნთქვით ტექნიკებს, რომლებიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ავსებს ენერგიით;
შეამცირებ სტრესს და დაძაბულობას — მოძრაობა გახდება რეგულაციის ინსტრუმენტი;
დაამყარებ მიწასთან კავშირს — მოძრაობები გახდება უფრო სტაბილური და დაცული;
მიიღებ პრაქტიკას, რომლის შესრულებასაც დამოუკიდებლად შეძლებ კურსის დასრულების შემდეგ;
შექმნი საკუთარ რიტმს — ნელ, უწყვეტ მოძრაობაში; იგრძნობ უფრო მეტ სიმშვიდეს, სიცხადეს და შინაგან ცენტრს ყოველდღიურ ცხოვრებაში;

ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე;
ტაი ჩის ძირითადი პრინციპებია:
მოდუნება და ბუნებრიობა: ყველა მოძრაობა სრულდება რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. სხეული მოდუნებულია, მაგრამ, ამასთანავე, მზადაა მოქმედებისთვის;
სიჩქარის შენელება და უწყვეტობა: მოძრაობები სრულდება ნელა და უწყვეტად, ისე, თითქოს „დინებას" მიჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ თქვენი შინაგანი ენერგია და უკეთ აკონტროლოთ სხეული;
შინაგანი ენერგია (ცი): ტაი ჩი ფოკუსირებულია შინაგანი ენერგიის განვითარებასა და მართვაზე. ცი მოძრაობს სხეულში, კვებავს ორგანოებსა და სისტემებს;
წინააღმდეგობათა ერთიანობა: სირბილისა და სიმყარის, დაძაბულობისა და მოდუნების, ინისა და იანის მუდმივი შერწყმა, რაც ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს;
დამოკიდებულება მიწასთან: ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, თითქოს ღრმად იდგამთ ფესვებს მიწაზე, რაც მოძრაობებს ანიჭებს სტაბილურობასა და ძალას;
წრიული მოძრაობები: ტაი ჩის მოძრაობები წრიულია, რაც ხელს უწყობს ცის ჰარმონიულ მოძრაობას სხეულში;
კონცენტრაცია და ყურადღება: მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ შეგრძნებებზე, სუნთქვასა და მოძრაობებზე. ეს აუმჯობესებს კოორდინაციასა და კონცენტრაციას;
რა სარგებლობა მოაქვს ტაი ჩის რეგულარულ პრაქტიკას?
ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: მოქნილობის, კოორდინაციის, ძალისა და გამძლეობის ზრდა;
მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: სტრესის შემცირება, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაციის გაძლიერება;
შინაგანი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალის მომატება;
დაავადებების პრევენცია: გვეხმარება გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაავადებების პრევენციაში.
სულიერი განვითარება და თვითშემეცნება;
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.
ორთვიანი კურსის ღირებულებაა: 450 ლარი;
რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 180 ლარის გადახდას.
დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 25 იავრამდე;
25 იანვრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა, მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი;
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ: 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: საირმის 71
გოძიაშვილის პარკში