ხუთშაბათს, 24 ივლისს, 19:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით 5რიტმის ცეკვის პრაქტიკაზე, რომელსაც გაუძღვება 5რიტმის სერტიფიცირებული მასწავლებელი, თაკო მეგრელიშვილი.
დასწრების ღირებულებაა -
ერთჯერადი დასწრება: 35 ლარი;
თვიური აბონემენტი: 120 ლარი
წყვილებისა და სტუდენტებისთვის: 20 ლარი
5რიტმის რეგულარული კლასები ლუმოსში ყოველ ხუთშაბათს ტარდება. შეხვედრა 19:30 საათზე მუსიკის ფონზე სხეულის მსუბუქი გახურებით დაიწყება. ამას მოჰყვება პრაქტიკის მოკლე წარდგენა და დემო, რის შემდეგაც 5 რიტმისგან შემდგარ მოძრაობის ტალღაში გაგიძღვებათ თქვენივე სხეული თაკოს „გაიდინგის“ დახმარებით. სურვილისამებრ, პრაქტიკას შეგიძლიათ შეუერთდეთ 19:30 საათზე ე.წ. „ვორმაფის“, გახურების დროს ან უშუალოდ
პრაქტიკის დაწყებისას.
გაბრიელა როთის მიერ შექმნილი 5Rhythm® ფილოსოფია, პერსპექტივა, პერფორმანსული ხელოვნება და დინამიური მოძრაობის პრაქტიკაა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ ფსიქიკის განკურნება მოძრაობითაა შესაძლებელი.
მოძრაობა, როგორც ხელოვნების გზით განკურნების მეტაფორა, საერთოა ყველა ენობრივი, კულტურული და ასაკობრივი ჯგუფისთვის.
თაკო თავად გვიამბობს თავის გამოცდილებაზე 5რიტმის პრაქტიკასთან დაკავშირებით:
„5რიტმი ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე აღმოვაჩინე, როდესაც ძალიან მიჭირდა რაიმეს ვერბალურად გამოხატვა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე 5რიტმის ცეკვისას ვგრძნობ, როგორ მეხმარება ეს პრაქტიკა განსხეულებაში, განვითარებაში, გაზრდასა და სწავლაში. ჩვენს შეხვედრებზე შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ის ხერხები, რომლებიც დამეხმარა ამ პროცესში.
ჩემი სურვილია, შევქმნა უსაფრთხო და დაცული გარემო, სადაც ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი შინაგანი სამყარო ყოველგვარი შეფასების გარეშე. 5რიტმი ჯადოსნური პრაქტიკაა, რომელიც ჩვენივე სხეულით გვასწავლის ჩვენს ცეკვას, აღმოგვაჩენინებს უნიკალურ მოძრაობასა და გამოხატვის ენას.
5რიტმი არის პრაქტიკა, რომელიც მოითხოვს სისტემატურობას, რათა ჩვენი ყოველდღიურობა ისეთივე უნიკალური და სავსე გახდეს, როგორიც ვართ ცეკვისას.
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თქვენც გაგიზიაროთ 5რიტმის პრაქტიკა.“
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001