აღწერა
შექმენით უნიკალური ტყავის აქსესუარი, რომელიც შთაგონებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით. ამ გამოცდილების ფარგლებში თქვენ საკუთარი ხელით დაამზადებთ საფულეს (პორტმანეს) ან საპასპორტეს.
ბრენდის მთავარი იდეაა გააცოცხლოს საქართველოს ისტორიული ძეგლების დეტალები ყოველდღიურ აქსესუარებში. ნამუშევრებში გამოყენებულია ორნამენტები, რომლებიც შთაგონებულია ქართული კულტურული ძეგლებიდან და მუზეუმებიდან.
პროცესში მონაწილეები იმუშავებენ ნატურალურ ტყავთან და გაეცნობიან მასთან მუშაობის ძირითად ტექნიკებს. გამოცდილება მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს სპეციალური ხელსაწყოებით, როგორიცაა დანა, ჩაქუჩი და სხვა ინსტრუმენტები.