კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა თბილისში - სასაჩუქრე სერტიფიკატი | Yolo
New
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა - 2192
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა - 2193
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა - 2194
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა - 2195
კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა - 2196

კენდო ორისთვის — სამურაის ფილოსოფია და გზა

აჩუქეს 100 ჯერ
175 ₾
2 პერსონა
1 საათი
arrow
მულტისაჩუქარი
ყიდვა
ექსკლუზიური წინადადებები საუკეთესო ფასად
1 საათი
2 პერსონა
En, Ge, Ru

სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).

ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.

აღწერა

აღმოაჩინეთ კენდო — იაპონური ფარიკაობის ხელოვნება და „ხმლის გზის“ ფილოსოფია — ერთად. ეს მასტერკლასი ორისთვის უჩვეულო გამოცდილებაა, სადაც ფიზიკური პრაქტიკა, კონცენტრაცია, დისციპლინა და იაპონელი მეომრების კულტურა ერთიანდება. ოსტატის ხელმძღვანელობით გაეცნობით კენდოს ფილოსოფიას, სამურაის გზის ტრადიციებსა და ძირითად პრინციპებს, შეისწავლით სწორ დგომას, მოძრაობას და შინაის — ბამბუკის ხმლის გამოყენების საბაზისო ტექნიკებს. მიღებული ცოდნის გამოცდას კი ერთმანეთთან წყვილურ პრაქტიკაში შეძლებთ. აქ მთავარი არა ფიზიკური ძალა ან სპორტული მომზადება, არამედ ყურადღება, სიზუსტე, პარტნიორის პატივისცემა და სიმშვიდისა და კონცენტრაციის შენარჩუნების უნარია. სწორედ ამიტომ მასტერკლასი მათთვისაც შესაფერისია, ვისაც ხმალი ხელში პირველად უჭირავს. რა გელოდებათ: • კენდოს ფილოსოფიისა და ტრადიციების გაცნობა • „ხმლის გზის“ ეტიკეტისა და კულტურის საფუძვლები • სწორი დგომის, მოძრაობისა და დისტანციის შესწავლა • შინაის გამოყენების საბაზისო ტექნიკები • პრაქტიკული სავარჯიშოები ოსტატის ხელმძღვანელობით • წყვილური პრაქტიკა ორი მონაწილისთვის • ყველა საჭირო აღჭურვილობა ფორმატი: ინდივიდუალური მასტერკლასი ორი მონაწილისთვის. განსხვავებული პაემანი ან საერთო თავგადასავალი, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ გამოსცადოთ იაპონური ფარიკაობა, არამედ ცოტა ხნით შეეხოთ სამურაის ფილოსოფიას — კონცენტრაციას, შინაგან სიმშვიდესა და მოწინააღმდეგის პატივისცემას.

აირჩიეთ სერტიფიკატის სასურველი ფორმა

საჩუქრის შეფუთვა
ელექტრონული სერტიფიკატი