სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება - თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ მსოფლიოს მრავალფეროვანი სამზარეულოს საუკეთესო კერძები შეფ ნატალიას საოცარ სამყაროში - მის საკუთარ სახლში. უნიკალური საავტორო რეცეპტები, მრავალწლიანი გამოცდილება, მეგობრული მიდგომა და წარმოუდგენელი სტუმართმოყვარე ატმოსფერო საოცარ განწყობას შეგიქმნით. შეფ-მზარეულის მეგობრული ხელმძღვანელობით თქვენ ისწავლით თქვენი გემოვნებით შერჩეული მსოფლიოს სამზარეულოს (იტალიური, მექსიკური, ამერიკული და სხვა) კერძების მომზადებას და ერთად დააგემოვნებთ გემრიელ სადილს, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ხანგრძლივობა - 4 საათამდე.