სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
ქართული სამზარეულო არის გემოს, სანელებლების, სურნელების სიუხვე. ხინკალი, ხაჭაპური, შქმერული, ყველაფერი მოგინდება შეჭამო! თქვენ გაქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, არამედ ისწავლოთ მათი მომზადება, მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება და დიასახლისი ასიკოს ხელმძღვანელობით მოამზადოთ სადღესასწაულო კერძები ნამდვილ ქართულ სამზარეულოში ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქტებისგან. სასარგებლო რჩევები, ფერთა და გემოების შეხამება არ დაგტოვებთ გულგრილს. და ბოლოს გელით ნამდვილი ქართული ქეიფი ღვინით და სადღეგრძელოთი!
ასიკოს ხელმძღვანელობით ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან და მათი დაგემოვნება ქართული სუფრის ფორმატში. გემოვნების, სილამაზის, ქართული გემოსა და კომუნიკაციის ზეიმი!