13 იანვარს - გრიბოედოვის თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ - კომპოზიტორისა დაავტო-შემსრულებლის - ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბაშვების კონცერტს.
კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი, ზვიად ბოლქვაძე, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვაკოლექტივი.
ზვიად ბოლქვაძეს მიღებული აქვს აკადემიური განათლება დირიჟორობის (მაგისტრის ხარისხი) დაკომპოზიციის მიმართულებით (დოქტორანტურა) თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიაში.
2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამებისსაკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი და სოლისტი; 2012 წლიდან - ბავშვთა გუნდ„ანა-ბანას“ დირიჟორი; 2016 წლიდან - გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელისსამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 2023 წლიდან -ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისსამხატვრო ხელმძღვანელი.
ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში: ,,ჯეოსტარი“, ,,ანა-ბანა“, ,, მხოლოდქართული“, ,,რანინა“.
2007 წლიდან მუშაობს კინომუსიკის ჟანრში. არის ათამდე კინომუსიკის ავტორი. წერს მუსიკასსპექტაკლებისთვის.
ზვიად ბოლქვაძე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის -ილიამეორეს საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
კონცერტი გაიმართება ბენდის თანხლებით. მონაწილეობას მიიღებენ, რანინას ბავშვები: ანასტასიავასაძე , ანდრია ფუტკარაძე , ანიტა აბგარიანი , ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.
