9:00 საათზე იწყება ზუმბას ვარჯიში.
9:30 საათზე იქნება თავისუფალი გარბენი ლისის ირგვლივ, დარბაზის გოგონებთან ერთად.
10:00 საათზე დასრულდება იოგა სუნთქვითი ვარჯიშებით და გაწელვებით.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. დასწრება რა თქმა უნდა თავისუფალია.
ლისის ტბა — ტბა საქართველოში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, თბილისის ქვაბულში, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა. ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.