ჟოლო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჟოლო

ჟოლო

ჟოლო
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან40
advertising
ქართული

განრიგი

24.02.2026
სამშაბათი
20:00
40
20.03.2026
პარასკევი
20:00
40
31.03.2026
სამშაბათი
20:00
40

აღწერა

მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება, როდესაც იაპონია-ჩინეთის ომი მიმდინარეობს. „სიცილის აკადემია“ კომედიურ ჟანრში დაწერილი პიესაა, რომელშიც ნაჩვენებია "ჩინოვნიკური სამყაროს" და შემოქმედის, პიროვნების, კონფლიქტი.

 

პიესაში ორი მოქმედი გმირია, ჩინოვნიკი და დრამატურგი, ორივე საკუთარი საქმის და საკუთარი პრინციპების დამცველი. ნელნელა, ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთის ანტიპოდი პერსონაჟი, ერთმანეთის მეგობრები და თანამოაზრეები ხდებიან.

 

კოკი მიტანი - დრამატურგი კოკი მიტანი თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, სცენარისტის და რეჟისორია.. 1961 წელს მან დაამთავრა ნიხონის უნივერსიტეტის სახელოვნებო ფაკულტეტის თეატრალური განყოფილება.

 

ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად, ჩამოაყალიბა თეატრალური დასი - "ტოკიოს მხიარული ბიჭები". ამ თეატრალური დასის წარმოდგენები იაპონიაში ერთობ პოპულარული გახდა, იგი სიმპათიას იმსახურებდა კრიტიკოსების მხრიდანაც უნიკალური კომედიური დადგმებისათვის. კოკი მიტანი წერს პიესებს, სცენარებს, დგამს სპექტაკლებს და იღებს ფილმებს. "სიცილის აკადემია" ( ასე ქვია პიესას , რომლის მიხედვიტაც დაიდგა სპექტაკლი „ ჟოლო „ )

 

კოკი მიტანიმ თავიდან დაწერა რადიო სპექტაკლისათვის, შემდეგ იგი დაიდგა თეატრში. დღეს ეს პიესა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში იდგმება და დიდი პოპულარობით სარგებლობს .

ფოტო და ვიდეო

ჟოლო

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება