“აქ სიყვარულია” - ეკა კვალიაშვილის საავტორო - შემოქმედებითი საიუბილეო საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
“აქ სიყვარულია” - ეკა კვალიაშვილის საავტორო - შემოქმედებითი საიუბილეო საღამო

“აქ სიყვარულია” - ეკა კვალიაშვილის საავტორო - შემოქმედებითი საიუბილეო საღამო

“აქ სიყვარულია” - ეკა კვალიაშვილის საავტორო - შემოქმედებითი საიუბილეო საღამო
1 Melikishvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 40
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

"აქ სიყვარულია"
ეკა კვალიაშვილის საავტორო, შემოქმედებითი, საიუბილეო საღამო.


23 მაისს - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის - ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამოს.

ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელს, მომღერალს, მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ქართული საესტრადო სცენის მშვენებას, ეკა კვალიაშვილი, პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე როგორც კომპოზიტორი.

ეკა კვალიაშვილს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი. ჩატარებული აქვს საქველმოქმედო სოლო კონცერტები, რომელიც მიეძღვნა უდედმამო ბავშვებს. არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი: "მის-როკ ევროპა - 92"; "ბათუმის ტრუბადურები" - გრან-პრი 95; 2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი; 2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი; "ლიგა" -96; "მეგა" (2006); "ოქროს დისკი". დღეისათვის იგი ასრულებს ფოლკლორს, ჯაზს, სოულს, პოპს, რომანებს, იგი არის, უამრავი, მსმენელისათვის საყვარელი სიმღერების ავტორ შემსრუმებელი. მისი რეპერტუარი შედბა ძირითადად საკუთარი კომპოზიციებისგან ეკას შემოქმედება გამსჭვალულია ქართული ჟინით და ქართული ხასიათით. მას განსაკუთრებულად უყვარს თავისი სამშობლო საქართველო, მშობლიური ქალაქი - თბილისი და ეს სიყვარული მის მიერ შესრულებული ყველა მუსიკალური ნაწარმოების თანმდევია.
სწორედ ამ დიდი სიყვარულის და დაფასების გამოხატულებაა, რომ ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო დაგეგმილია 23 მაისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ეკა კვალიაშვილის საავტორო შემოქმედებას. საღამოს წარუძღვება მუსიკათმცოდენე მაია დათუნაშვილი, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს წლების მანძილზე, ეკას შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.

საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: თემურ თათარაშვილი, რომა რცხილაძე, ნუკა კვალიაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლუკა ჭოხონელიძე , თბილისური კვარტეტი, პიანისტი ლევან ჩხაიძე, ნიკა ადიკაშვილი, მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.


------
19:00 - კარის გახსნა


20:00 - კონცერტის დასაწყისი
------

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

“აქ სიყვარულია” - ეკა კვალიაშვილის საავტორო - შემოქმედებითი საიუბილეო საღამო

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება