YELLOWJACKETS თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
YELLOWJACKETS

YELLOWJACKETS

YELLOWJACKETS
31, შ. რუსთაველის გამზ.
ბილეთის ფასი
დან96
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.05.2026
შაბათი
19:00
96 ₾ - 960
96 ₾ - 960
ვრცლად
30.05.2026
შაბათი
22:30
96 ₾ - 960
96 ₾ - 960
ვრცლად

აღწერა

30 მაისს თათუზას სცენა პირველად უმასპინძლებს Yellowjackets.

ჯაზ-ფიუჟენის ლეგენდარული ბენდი Yellowjackets უკვე მეხუთე ათწლეულშია და კვლავაც შეუჩერებელი ენერგიით აგრძელებს მუსიკალურ გზას. ჯგუფი, რომელმაც თანამედროვე ჯაზის ჟღერადობას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია, დღესაც იგივე შემართებით ქმნის ახალ მუსიკას და მუდმივად ეძებს ახალ მიმართულებებს.

მათი ახალი, რიგით 27-ე ალბომი – “Fasten Up”, რომელიც 2025 წლის 21 თებერვალს გამოვიდა, სწორედ ამ უწყვეტ მოძრაობასა და განახლებას ასახავს. ალბომის სახელწოდება ბასისტ Dane Alderson-ის ენერგიული კომპოზიციიდან მოდის და თითქოს ერთდროულად მოწოდებაცაა და გაფრთხილებაც: მოემზადეთ, შეიკარით უსაფრთხოების ღვედები — Yellowjackets ისევ სრული სისწრაფით ბრუნდებიან.

ბენდის ისტორიის განმავლობაში მათი მუსიკა ყოველთვის გამოირჩეოდა სხვადასხვა სტილისა და გავლენის შერწყმით — ჯაზი, ფიუჟენი, ფანკი და თანამედროვე იმპროვიზაცია. სწორედ ეს მუდმივი ექსპერიმენტი და მუსიკალური კვლევა ინარჩუნებს ჯგუფს აქტუალურად უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

დღეს ბენდის შემადგენლობა აერთიანებს როგორც დამფუძნებელ წევრებს, ასევე მუსიკოსებს, რომლებმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს Yellowjackets-ის ისტორიაში:

Russell Ferrante – პიანო / კლავიშები

Bob Mintzer – საქსოფონი

Dane Alderson – ბასი

Will Kennedy – დრამი

 

 

კარი იღება - 19:00

დასაწყისი - 20:00

კონცერტის ხანგძლივობა: 70 წთ

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

TBC Concept – თიბისი კონცეფტი – ს VISA ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ფოტო და ვიდეო

YELLOWJACKETS

ადგილი

TATUZA Jazz Club

Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება