აღწერა
ეს არის სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად შერთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა ცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით” აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი იწყებენ გამოსავლის ძებნას. თუ როგორ სრულდება უბედური იაკიშისა და საცოდავი პუპჩეს წვალება, იხილავთ დავით საყვარელიძის სპექტაკლში „იაკიში და პუპჩე”.