მე არ ვარ ჩემი ემოციები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მე არ ვარ ჩემი ემოციები

მე არ ვარ ჩემი ემოციები

მე არ ვარ ჩემი ემოციები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ემოციები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ალექსანდრე ჯეჯელავასთან

თემა: „მე არ ვარ ჩემი ემოციები"

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და მინდა კიდევ ერთ შეხვედრაზე მოგიწვიოთ აზროვნების აკადემიაში, რომელიც ემოციების თემას შეეხება. ემოციების მნიშვნელობის გააზრებამ ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში ძალიან დიდი გზა გაიარა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. მე როდესაც პირველად ვსწავლობდი მენეჯმენტს დაახლოებით 25 წლის წინ ემოციები ან საერთოდ არ იყო ნახსენები და ან მხოლოდ უარყოფით კონტექსტში იყო.

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოწინავე სასწავლო პლატფორმის კვლევის თანახმად, ემოციური ინტელექტი/გონიერება გახდა ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, ლიდერობის მენეჯმენტის და პროფესიული კონტექსტის ადამიანებისთვის.

პრაქტიკულად, ლიდერობაზე რომ ვილაპარაკოთ ყველა პროგრამა ამა თუ იმ ფორმით შეიცავს და ეყრდნობა ემოციური ინტელექტის ცოდნას და კონცეფციას. ჩვენი აზრით, ემოციების მართვას და გამოყენებას, ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია და ამიტომ გადავწყვიტეთ, 25 მარტს, დაგპატიჟოთ, რათა ვისაუბროთ ემოციების მართვაზე, ემოციების გამოყენებაზე და ა.შ.

შეხვედრას დავარქვი ,,მე არ ვარ ჩემი ემოციები” ანუ ვისაუბრებთ იმაზე რომ თქვენ ,თქვენი პიროვნება და თქვენი ემოციები გაყოფილია და არ არის ერთი და იგივე. თუ გაინტერესებთ ეს თემა შემოგვიერთდით, დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა."- ალექსანდრე ჯეჯელავა

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

ფოტო და ვიდეო

მე არ ვარ ჩემი ემოციები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება