მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25.50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ჯაზის საღამო

გონზალო რუბალკაბას ტრიო
 

გონზალო რუბალკაბა, ფორტეპიანო

რიკი როდრიგესი, ბასი

ერნესტო სიმფსონი, დასარტყამი
 

!!! დაგვიანებული მსმენელი დარბაზში არ დაიშვება კონცერტის მსვლელობისას

!!! 6 წლამდე ასაკის ბავშვები დარბაზში არ დაიშვებიან
 

თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის მოქმედებს 15% ფასდაკლება

 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო


ფესტივალის მხარდამჭერები:

- იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

- ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში

- კომპანია ,,სილქჰოსფითალითი"


საინფორმაციო მხარდაჭერა:

- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო

- რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა"

- რადიო პალიტრა

- საინფორმაციო პორტალი ამბები.ge

- ბილბორდ ჯორჯია

- yolo.ge


გონზალო რუბალკაბა ფორტეპიანო

გონზალო რუბალკაბა, სახელგანთქმული პიანისტი, კომპოზიტორი და მრავალგზის გრემის მფლობელი, 1999 წელს ჟურნალის “Piano & Keyboard Magazine” მიერ XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად დასახელდა ისეთი ლეგენდარული მუსიკოსების გვერდით, როგორებიცაა: გლენ გულდი, მართა არგერიხი და ბილ ევანსი. ის პირველი ლათინო-ამერიკელი მუსიკოსია, ვინც, როგორც ჯგუფის ლიდერმა მოიპოვა გრემი კატეგორიაში “საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი”. რუბალკაბა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი თანამედროვე ჯაზის სამყაროში. მისი საკომპოზიციო შემოქმედება, პიანიზმი და ინსტრუმენტისადმი დამოკიდებულება, სრულიად განსხვავებულ და ახლებურ ლანდშაფტს შლის მსმენელის წინაშე. მისი ნაწარმოებები აერთიანებს ჯაზის, კლასიკური მუსიკისა და აფრო-კუბური ტრადიციების ელემენტებს და ქმნის ახალ მიმართულებებს. საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი; და ამდენად, გონზალო რუბალკაბა კი გახდა პირველი ლათინო-ამერიკელი მუსიკოსი, ვინც ამ კატეგორიაში გრემი, როგორც ჯგუფის ლიდერმა, მოიპოვა, რუბალკაბას შემოქმედება და დისკოგრაფია უმაღლესი შეფასებით სარგბელობს მუსიკალურ წრეებსა და მუსიკის კრიტიკოსებს შორის. იგი განთქმულია, როგორც ვირტუოზი პიანისტი და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა აფრო-კუბურ ჯაზში.


რიკარდო როდრიგესი ბასი

რიკარდო "რიკი" როდრიგესი, წარმოშობით პუერტო-რიკოელი ბასისტი, შემოქმედებითი გზის დასაწყისშივე დაფუძნდა ნიუ-იორკში და ჯაზის ხელოვნებას მის კუმირებთან: ლარი გრენადიერთან და სკოტ კოლისთან დაეუფლა.

საკმაოდ მოკლე დროში, იგი, უკვე უკრავდა ლეგენდარულ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად და დღესაც, რეგულარულად თანამშრომლობს თანამედროვე ლათინური ჯაზის გიგანტებთან.

რიკი როდრიგესი სისტემატურად იღებს მონაწილეობას წამყვან ჯაზ -ფესტივალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ერნესტო სიმფსონი დასარტყამი

ერნესტო სიმფსონის, მსოფლიო რანგის დრამერისა და პერკუსიონისტის შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა კონტინენტსა და მუსიკალურ ჟანრს, რომელთა შორისაა აფრო-კუბური მიმართულება, ჯაზი, ფანკი, ფიუჟენი, პოპი, R&B და ბრაზილიური მუსიკა. კარიერის დასაწყისიდან დღემდე, მისი სასცენო პარტნიორები არიან მსოფლიოში სახელგანთქმული ჯაზ-მუსიკოსები.

ფოტო და ვიდეო

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება