საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და მაშინვე გამოიკვეთა დანიშნულება, მიზანი და შინაარსი - ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაცია, უმაღლესი რანგის ხელოვანების მონაწილეობით. გამოიკვეთა ფესტივალის საგანგებო, საგანმანათლებო მისია. ორგანიზატორის მთავარი ფოკუს-ჯგუფი - ახალგაზრდობაა, რომელთა მომავალი მაღალი გემოვნების ზღვარზე უნდა გავიდეს, რომ არა მარტო ხელოვნების მოვლენის სწორად და ობიექტურად შეფასება შეძლონ. წლების მანძილზე ფესტივალი იკრებდა ჩვენი დროის გამოჩენილ ადამიანებს, ხელოვანებს. დაარსების დღიდან ფესტივალის მხარს უჭერს, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის, ქუთაისის, ბორჯომის მუნიციპალიტეტები, კახეთის რეგიონი და თელავის მერია, უცხოეთის ქვეყნების საელჩოები საქართველოში, გამოვყოფ იტალიის საელჩოს ერთგულებისთვის.
2025 წელი ფესტივალის საიუბილეო წელია. მას უკვე 20 წლის ისტორია აქვს.
ამჟამად საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველია, მსოფლიო მასშტაბის პიანისტი, ალექსანდრე კორსანტია, დამფუძნებელი და ორგანიზატორი, მუსიკოლოგი მანანა ხვედელიძე.