XOSILITA — ფილმის ჩვენება, არტისტ თოქი და ვორქშოპი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
XOSILITA — ფილმის ჩვენება, არტისტ თოქი და ვორქშოპი

XOSILITA — ფილმის ჩვენება, არტისტ თოქი და ვორქშოპი

XOSILITA — ფილმის ჩვენება, არტისტ თოქი და ვორქშოპი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.05.2026
პარასკევი
21:00
20 ₾ - 35
20 ₾ - 35
ვრცლად
23.05.2026
შაბათი
21:00
20 ₾ - 35
20 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

XOSILITA არის მულტიმედია არტისტი, პერფორმერი, ქორეოგრაფი და მოცეკვავე თბილისიდან. მისი შემოქმედება ფოკუსირებულია სხეულისა და მოძრაობის კვლევაზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და ქვეცნობიერთან დაკავშირებულ გამოხატვის ფორმაზე.

 

ფილმის ჩვენებისა და არტისტ თოქის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორი მოკლემეტრაჟიანი ცეკვის ფილმი: 

 

„მან იცის“ (2019, 4:16) — სიურეალისტური ვიზუალიზაცია ადამიანის შინაგანი დისბალანსისა და მისი ამბივალენტური ბუნების შესახებ. ნამუშევარი ასახავს გონებისა და სხეულის დაპირისპირებას და კრიზისის ტრანსფორმაციას გადარჩენის ინსტინქტად. 

 

„დღის ზმანება“ (2021, 2:53) — ნამუშევარი ეხება რეალობიდან გამოთიშვისა და წარმოსახვით სივრცეში გადასვლის პროცესს, როგორც ფსიქოლოგიურ თავდაცვით მექანიზმს. წარმოდგენილია, როგორც თანამედროვე მედიტაციისა და რიტუალის ფორმა. 

 

ვორქშოპი “Imagine, Feel & Move” წარმოადგენს გიდირებული მოძრაობის პრაქტიკას, რომელიც ღიაა ყველა მსურველისთვის (+16). მონაწილეები იმუშავებენ მოძრაობის და გონების ლიმიტებთან, ღმა შეგრძნებების გამოღვიძებაზე, ტრანსფორმაციაზე და დამიწების ფორმებზე. 

 

ვორქშოპი მოიცავს ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და მცირე თამაშებს, რაც ხელს უწყობს მონაწილეებს შორის კავშირს, წარმოსახვის გაფართოებას და სხეულის ცნობიერების გაღრმავებას. 

 

მონაწილეობისათვის წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

 

22 მაისი, 21:00 — ფილმის ჩვენება და არტისტ თოქი

23 მაისი, 17:00 — გიდირებული მოძრაობის ვორქშოპი “Imagine, Feel & Move” (60 წთ) ფასები:

 

* ფილმის ჩვენება და არტისტ თოქი — 20 ლარი

* ვორქშოპი — 35 ლარი

ფოტო და ვიდეო

XOSILITA — ფილმის ჩვენება, არტისტ თოქი და ვორქშოპი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება