ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში 2026
9–17 ოქტომბერი, 2026 | თბილისი
9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მასპინძლობს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში — მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს 66 ქვეყნიდან 1200-ზე მეტ სპორტსმენს აერთიანებს.
მონაწილეები ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ: 40–49, 50–59, 60–69 და 70+ წელი. პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებს დაშნით, რაპირითა და ხმლით ფარიკაობაში.
17 ოქტომბერს გაიმართება დასკვნითი გუნდური შეჯიბრებები და ჩემპიონატის დახურვის ოფიციალური ცერემონია.