კონკურსი „სიტყვავ, ქართულო” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კონკურსი „სიტყვავ, ქართულო”

კონკურსი „სიტყვავ, ქართულო”

კონკურსი „სიტყვავ, ქართულო”
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

აღწერა

📚 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „ფილოლოგთა კლუბი” აცხადებს თავისუფალი თემების, ესეებისა და მოთხრობა-ჩანახატების კონკურსს — „სიტყვავ, ქართულო”

📙 კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი

📕 თემატიკა და გვერდების რაოდენობა შეზღუდული არ არის

📘 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: VII-XII კლასის მოსწავლეებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

📗ნაშრომი უნდა გამოგზავნონ შემდეგ მეილზე: filologtaklubi@gmail.com
სასურველია, Subject-ში მიეთითოს „კონკურსი - სიტყვავ, ქართულო”

📔 ნაშრომს თან უნდა დაურთოთ:
სახელი, გვარი;
სკოლა / უნივერსიტეტი;
კლასი / კურსი;

📕 და უნდა იყოს გაფორმებული შემდეგნაირად:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ფორმატი: MS Word / PDF

📙 ნაშრომთა მიღების ბოლო ვადაა: 16 თებერვალი

📘 შერჩეული მონაწილეები პასუხს მიიღებენ მეილზე 23 თებერვლის შემდეგ

📚 გისურვებთ წარმატებას! 

ფოტო და ვიდეო

კონკურსი „სიტყვავ, ქართულო”

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება