5-7 ივნისს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.
სამუშაო საათები 11:00-18:00
წერეთელის 118, საგამოფენო ცენტრი- ექსპოჯორჯია
გამოფენაზე დაგხვდებათ 200-მდე მეღვინე, მცირე მარნები, მსხვილი მეღვინეობები,ნატურალური ღვინის მწარმოებლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისები,ვენახის მოვლის საშუალებები, მანქანა-დანადგარები) მომწოდებელი კომპანიები.
✧ გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი- Georgia Wine Award”, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, გამარჯვებული ღვინოების გასინჯვა გამოფენაზე შეგეძლებათ!
ბილეთის ფასი:
ერთი დღე - 30 ლარი
ორი დღე - 50 ლარი
სამ დღიანი ბილეთი - 60 ლარი
ბილეთის ფასში შედის ჭიქა!
ბავშვის შემოსვლა უფასოა 14 წლამდე.