ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან

ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან

ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან
27 Revaz Tabukashvili St.
ბილეთის ფასი
დან300
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

11.07.2026
შაბათი
12:00
300
12.07.2026
კვირა
12:00
300

აღწერა

11-12 ივლისს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ ტრენინგს „ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან“, რომელსაც სომელიე მაგდა სურგულაძე გაუძღვება.

ტრენინგი განკუთვნილია როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის.

ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინისა და კერძის შეხამების ძირითად პრინციპებზე: 5 ძირითადი გემო, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები, ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება და სხვ. მრავალი თემა.

ტრენინგზე ერთმანეთს შევუხამებთ რამდენიმე სტილის ღვინოს და კონკრეტულ პროდუქტებს, გავივლით შეხამების სავარჯოშოებს.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 12:00 – 17:00 საათები.

• ტრენინგი გაიმართება ღვინის ბარ 8000 მოსავალში

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 300 ლარს.

კურსის ღირებულებაში შედის: 
კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან”, ავტორი მაგდა სურგულაძე), სადეგუსტაციო ნიმუშები (ღვინო და კერძი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადაა 4 ივლისი. 

ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.

ტრენინგის თანხა გადმორიცხეთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 4 ივლისისა.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88

ფოტო და ვიდეო

ღვინის შეხამება ძირითად გემოებთან

ადგილი