რატომ გვიჭირს ზრდასრულობა? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?

რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?

რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.06.2026
ხუთშაბათი
20:00
40

აღწერა

💡 25 ივნისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა პიროვნული განვითარებისა და დამოკიდებულებების სპეციალისტ ნუგზარ ძიძიგურთან თემაზე: „რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?".

 

👉 რატომ გვიჭირს ზრდასრულობა? რატომ გვიჭირს პასუხისმგებლობის აღება, საზღვრების დაცვა, ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა და საკუთარი ცხოვრების მართვა? ხშირად ასაკით ვიზრდებით, მაგრამ ემოციურად ისევ იმ ნიმუშებით ვმოქმედებთ, რომლებიც ბავშვობაში ვისწავლეთ. ვიმეორებთ ერთსა და იმავე კონფლიქტებს, გვიჭირს „არა“-ს თქმა, სხვების მოწონებაზე ვართ დამოკიდებული, ან საკუთარ საჭიროებებს ვივიწყებთ.

 

ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ ემოციურ სიმწიფეზე, ურთიერთობებზე და პიროვნულ განვითარებაზე. შევეცდებით გავიგოთ, რა გვიშლის ხელს ზრდასრულ ცხოვრებაში და რა ნაბიჯები გვეხმარება უფრო თავისუფლად, პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრებასთან. ეს დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში. ლექციის მეორე ნახევარში კი შესაძლებელია მონაწილეებმა დასვან კითხვები.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

რატომ გვიჭირს ზრდასრულობა?

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება