ურთიერთობის ჩაკეტილი წრის ანატომია: რატომ დავდივართ წრეებზე? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ურთიერთობის ჩაკეტილი წრის ანატომია: რატომ დავდივართ წრეებზე?

ურთიერთობის ჩაკეტილი წრის ანატომია: რატომ დავდივართ წრეებზე?

ურთიერთობის ჩაკეტილი წრის ანატომია: რატომ დავდივართ წრეებზე?
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

16.04.2026
ხუთშაბათი
18:00

აღწერა

რატომ დავდივართ წრეებზე?

რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე მტკივნეულ დინამიკას ურთიერთობებსა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში? 

რატომ დავდივართ დადანაშაულების, განრიდების, თავდასხმისა თუ ადგილზე გაშეშება/გაყინვის ერთსა და იმავე წრეზე, რომელსაც წყვილში, პარტნიორთან ერთად ვქმნით და რომელშიც ჩვენი წილი არამედ საკუთარი პირადი და სომატური პატერნები შეგვაქვს.

გეპატიჟებით გამოცდილებაზე დაფუძნებულ ვორქშოფზე, რომელზეც 

• ერთად გავადევნებთ თვალს ურთიერთობის წრეების ფორმირების პროცესს არამარტო კოგნიტურ შრეში, არამედ სხეულში, სუნთქვასა და ნერვულ სისტემაში. 
• ვნახავთ, როგორ აყალიბებს მიჯაჭვულობების ისტორია, სომატური დაცვები და ავტონომიური აქტივაცია კონფლიქტის პატერნებს ურთიერთობებში.
• გამოვავლენთ ესკალაციის, გარიყვისა და ემოციური დისტანცირების საფუძვლადმდებარე ფარულ ფიზიოლოგიურ პროცესებს.
• დემონსტრაციისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ვისწავლით, როგორ დავეხმაროთ ინდივიდებსა და წყვილებს, რომ რეაქტიულობიდან კავშირისკენ გადანაცვლდნენ.

ვორქშოფი აერთიანებს ურთერთობების სიღრმეს, ნერვული სისტემის რეგულაციასა და განსხეულებულ თერაპიულ თანაყოფნას.

შეხვედრა განკუთვნილია ინდივიდუალურ და წყვილთა თერაპიაში მომუშავე თერაპევტებისთვის, სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც ურთიერთობის პატერნების, რელაციური ჩაკეტილი წრეებისა და მათი კლინიკური გავლენების შესახებ მეტის ცოდნა სურს.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/s9QhJYAaeDz1B6fa7

ფოტო და ვიდეო

ურთიერთობის ჩაკეტილი წრის ანატომია: რატომ დავდივართ წრეებზე?

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება