იავნანამ რა ჰქმნა?! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
იავნანამ რა ჰქმნა?!

იავნანამ რა ჰქმნა?!

იავნანამ რა ჰქმნა?!
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

განრიგი

16.10.2025
ხუთშაბათი
14:00
12

აღწერა

„იავნანამ რა ჰქმნა?!“ – თოჯინური სპექტაკლი, დაფუძნებული ქართველი მწერლის – იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაზე. ქართული ოჯახი – დედა, მამა და ერთადერთი ქალიშვილი – ქეთო.... ქეთოს უზრუნველი, ბედნიერი ბავშვობა მთავრდება მაშინ, როდესაც ორი ლეკი მას მშობლიურ სახლს მოაშორებს და დაღესტანში, ერთ კეთილ, უშვილო ოჯახს მიჰყიდის... ქართულ მუსიკალურ მოტივებზე აგებული წარმოდგენა, ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა ლეკ ქალად და ქართული სიმღერის – იავნანას გასაოცარი ძალა, რომელიც ქეთოს დავიწყებულ ბავშვობას აღვიძებს... სპექტაკლის მთავარი პერსონაჟია მოთხრობის ავტორი – იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ამბავს თავად უამბობს მაყურებელს. სპექტაკლი განკუთვნილია 4 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვის.

ფოტო და ვიდეო

იავნანამ რა ჰქმნა?!

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება