ანიმე-შედევრი მზის შუქის ფასეულობაზე.
მოსწავლე ჰოდაკა მორიშიმა ტოვებს მშობლიურ პატარა კუნძულს და გადადის ტოკიოში, სადაც მას მალე ფული ელევა და პრობლემებიც იწყება. როდესაც ის სამსახურს პოულობს ჟურნალში, რომელიც ზებუნებრივ მოვლენებზე წერს, ამინდი ფუჭდება და უსასრულო წვიმები იწყება. ერთ დღეს კი დიდი ქალაქის აურზაურში ჰოდაკა იცნობს გოგონას — ჰინა ამანოს, რომელსაც საოცარი უნარი აქვს: ღრუბლების გაფანტვა და წვიმის შეჩერება.