ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ

ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ

ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

გიფიქრიათ რამდენი ფერი არსებობს ბუნებაში? 


ან რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაზე? 


შეუძლიათ კი ფერებს შეცვალონ ჩვენი გარემო, განწყობა, გარეგნობა… 


ბუნებაში ყველაფერს თავისი ფერი აქვს, „ფერთა ატლასის“ მიხედვით სამყაროში 7 ათასი ფერია, რომელთაგან 4000 – ს სახელიც კი აქვს. მათგან ადამიანს მხოლოდ სამი ასეული ფერის გარჩევა თუ შეუძლია. პირველყოფილი მხატვარი კი მხოლოდ 4 ფერს იყენებდა… 


იცოდით, რომ ხშირად ჩვენს მიერ არჩეული ფერი ჩვენსავე ხასიათს ააშკარავებს? 


თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ – მუზეუმში გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ“. 


პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ იმოგზაურებენ ფერად სამყაროში, გაეცნობიან „ფერთა სიმბოლიკას“ და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს.პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად გააფერადებენ „შავ-თეთრ გარემოს“ და შექმნიან ფერადი სამოსის ორიგინალურ დიზაინს. 


პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 

◈ მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 

◈ ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლიდან 

◈ ხანგრძლივობა: 90 წუთი 

◈ შაბათი, 15:00 საათი 

◈ ღირებულება: 10 ლარი 

◈ ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23


საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 551 51 49 42 

 

ღონისძიებები ტარდება ქართულ ენაზე

ფოტო და ვიდეო

ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება