აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: „ვატერ(პო)ლოო"- წყალი სიცოცხლე, ადამიანი, რომელსაც პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე წარუძღვება.
➡️ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „ვატერპოლო“ მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალშრიანი ტექსტია. ერთი მხრივ, იგი ინარჩუნებს ავტორისთვის დამახასიათებელ ხელწერას და მაგიური რეალიზმის ელემენტებს, ხოლო მეორე მხრივ, ტექსტში იკვეთება პოსტმოდერნული თამაშის სტილი, სათაურისა და სტრუქტურის მრავალკოდიანი ბუნება. მოთხრობა აგებულია კომპოზიციურად და სიმბოლურად, სადაც უკვე თავად სათაურიც დამოუკიდებელ ინტერპრეტაციულ სივრცეს ქმნის.
➡️ ლექციაზე განვიხილავთ წყლის სიმბოლიკას, როგორც ეგზისტენციურ საფრთხეს, ასევე როგორც ადამიანის საყრდენსა და წარმოშობის საფუძველს. ტექსტი ერთდროულად გვიყვება თანამედროვე რეალობაში მოთამაშე ამბავს და მარადიულ თემებს: ადამიანად ყოფნის რაობას, ტრაგიკომიკურ არსებობას, ზედაპირზე ტივტივსა და სიღრმეში ჩაძირვას. შეხვედრა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტის ანალიზით.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
