სპექტაკლში ნაჩვენებია ორი, 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა სოხუმში. მრავალი წლის განშორების შემდეგ, მეგობრებს შორის გამართული დიალოგი, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაშორებული საზოგადოებების დიალოგია. ისინი იხსენებენ განვლილ წლებს, ახალგაზრდობასა და კონფლიქტამდე ცხოვრებას. ყვებიან მნიშვნელოვანი შინაარსით დატვირთულ ამბებს წარსულიდან, საუბრობენ მომავალი თაობების მშვიდობიან ცხოვრებაზე, განიხილავენ სხვადასხვა პრობლემას და ა.შ. სპექტაკლის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება როგორც წარსულის ფრაგმენტები, ისე ეპიზოდები აწმყოდან.
სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები გურამ ოდიშარიას ნაწარმოებებიდან.
სპექტაკლის მთავარი მიზანია აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები.
რეჟისორი - გიორგი კაშია
რეჟისორის თანაშემწე - სვეტლანა გოგოხია
კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა
მხატვარ-სცენოგრაფი - ანანო დოლიძე
ქორეოგრაფი - ეკა არჩაია
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი (ერთი მოქმედება)
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ზაზა - ლევან ბერიკაშვილი
ჯუმა - მერაბ ყოლბაია
ზაზას ახალგაზრდობა - გიგა აბულაძე
ჯუმას ახალგაზრდობა - ნოდარ მელაძე
ყავის გამყიდველი - გიორგი გოგიშვილი
ელექტრიკოსი გივი - ჯანო იზორია
ელექტრიკოსი ლაშა - დავით ჩოგოვაძე
ჯაზ-ბენდის ხელმძღვანელი - ბადრი ბეგალიშვილი
ჯაზ-ბენდის მუსიკოსი - ჯაბა ჯანაშია
ჯუმას ბებია - ზეინაბ დვალიშვილი
„მარადონა“ - ბექა ქავთარაძე
ლანა - ელენე ქურთიშვილი
რუსი გენერალი - გოგი გუგუჩია
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები: კობალაძე ალექსანდრე, სვანიძე ლუკა, კასაბური ალექსანდრე, ნოზაძე ანა, მუშკუდიანი მონიკა, ზედელაშვილი ნატალია, ჭიჭინაძე ნატალია, გიორგობიანი ელისაბედი, მითაგვარია მარიამი, ბენდელიანი ელიზავეტა.
